დღე პირველი
დღეს დავიწყე ტრენინგების ციკლი სახელწოდებით: "პროექტებით სწავლება", ტრენინგი თავისი შინაარსით ბევრის მომცველია და იმედი მაქვს მომდევნო დღეები უფრო საინტერესო იქნება , რადგან პირველი დღე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობით დაიწყო:ტრენერმა ტრენინგის დასაწყისში ჩვენთან ერთად მიმოიხილა პროექტებით სწავლების მნიშვნელობა და მისი როლი მოსწავლეთა განვითარების საქმეში, შემდეგ კი წარმოგვიდგინა ელექტრონული წიგნი "პროექტებით სწავლება", რომელიც ჩვეულებრივი წიგნისგან ძალიან განსხვავდება,გავეცანით წიგნის აგებულებასა და მუშაობის წესებს: მონიშვნა, მარკირება, კომენტარები. შევქმენით ელექტრონული ფაილები სახელმძღვანელოში მოცემული თანმიმდევრობით.ფაილში განვათავსეთ დოკუმენტი სახელწოდებით: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ეს იმ უნარებისა და კომპეტენციების ერთობლიობაა, რომელთა განვითარებასაც ხელს უწყობს პროექტებით სწავლება.
დიდი ინტერესით დაველოდები მომდევნო ტრენინგს :)
დღე მეორე
დღეს , როგორც ვფიქრობდი, საინტერესოდ განვითარდა ტრენინგი. ვისაუბრეთ ისევ პროექტზე და მისი დაგეგმვისა და განვითარების საფეხურებზე. მიმოვიხილეთ პროექტის შაბლონი, და გავეცანით თუ რას ნიშნავს პროექტის პუბლიკაცია, ესაა ერთგვარი ბუკლეტი, სადაც საუბარია პროექტის მნიშვნელობაზე და ითვალისწინებს მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირებას პროექტის შესახებ.
ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები , რომელთა სწორად დასმა მნიშვნელოვანია პროექტის სწორად წარმართვისათვის , კითხვები სამი სახისაა: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე.
დღე მესამე
დღევანდელი სატრენინგო დღე დაიწყო პროექტის თემების ზეპირი პრეზენტაციებით, თითოეულმა მონაწილემ წარადგინა საკუთარი პროექტის თემა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას ისახავს მიზნად საკუთარი პროექტის საშუალებით.ამის შეემდეგ შევავსეთ პროექტის შაბლონი, რომლის შევსებაშიც დაგვეხმარა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი, რომელიც გეგმის შევსებამდე შევინახეთ საკუთარ პორტფოლიოში. პროექტის გეგმის შაბლონში გადავიტანეთ ის სტანდარტები და ინდიკატორები, რომელიც შეესაბამება ჩვენს პროექტს, შაბლონის ის გრაფაც, რომელმაც მეტი ფიქრი და მოსაზრებები აღძრა თითოეუ მსმენელში, ეს გრაფა გულისხმობდა პროექტთან დაკავშირებულ სამი სახის კითხვების შეტანას: ზოგადი, თემატური და სააზროვნო, ამ კითხვების შედგენის თემას დიდი დისკუსია მოჰყვა წინა ტრენინგზეც.
ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ დრაივზე, გავაზიარეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
დღე მეოთხე
დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსიით და გადავედით ბუკლეტების შექმნაზე, შევქმენით ჩვენი პროექტის პუბლიკაციები და ავტვირთეთ დრაივზე. დღეს ძალიან საინტერესო რამ ვისწავლეთ: როგორ შევადგინოთ პროექტის კითხვარი გუგლის ფორმის დახმარებით. დრაივში შევქმენით გუგლის ფორმა, სადაც შევიტანოთ კითხვები და ავირჩიეთ სხვადასხვა ფორმის პასუხები.გავეცანით გუგლის ფორმის პარამეტრებს.შექმნილი ფორმა გავაზიარეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით :) <3
დღე მეხუთე
დღეს კვლავ მიმოვიხილეთ წინა ტრენინგი, დავსვით კითხვები იმ ბუნდოვანი საკითხების ირგვლივ, რომლებიც გაურკვეველი დარჩა და გადავედით საპროექტო მასალების განხილვა-რედაქტირებაზე. თავდაპირველად დავხვეწე და დავასრულე ბუკლეტი (მემგონი კარგი გამოვიდა:)), საკმაო დრო დასჭირდა ამ ვითომდა სახალისო საქმეს, შემდეგ გადავედი პროექტის გეგმის დამუშავებაზე. დღეს საბოლოოდ ჩამოვყალიბდი თუ რა თანმიმდევრობით წარიმართება ჩემი პროექტი,ეს ყველაფერი აღვწერე სასწავლო პროექტის გეგმის განყოფილებაში: "სასწავლო პროცედურები".განახლებული გეგმა და ბუკლეტი ავტვირთე დრაივში და გავაზიარე ჩემს ბლოგზე.
დღე მეექვსე
დღეს გვეცანით საინტერესო ინფორმაცია სლაიდის მეშვეობით, ინფორმაცია ეხებოდა მულტიმედია ტექსტებს და მისი სანდოობის დადგენას. შევაფასეთ ჩვენი და მოსწავლეთა შეფასების დონე მულტიმედია ტექსტების შეფასების კუთხით. როლური თამაშის მეშვეობით წარმოვადგნეთ სიტუაცია და გავაანალიზეთ.ვისწავლეთ ფოტოს ძიება GOOGLE-ის დახმარებით. გავეცანით სლაიდს: "საავტორო უფლებეის ქაოსი",რისი დახმარებითაც გავეცანით საავტორო უფლებებს, მის დაცვასა და საავტორო უფლებებით დაცული დოკუმენტის გამოყენების პირობებს.განვიხილეთ თითოეული მონაწილის პროექტის გეგმა.
დღე მეშვიდე
რადგან დღევანდელი დღის ძირითადი მიზანი იყო პროექტის საპრეზენტაციო ფაილის შექმნა, გავეცანით ეფექტური პრეზენტაციის შექმნის ხერხებსა და საშუალებებს. ვიმუშავეთ სლაიდებზე, გავეცანით, თუ როგორ უნდა ჩავსვათ ეკრანული გამოსახულების ფოტო screenshot-ის დახმარებით, როგორ შევძლებთ ხმის დადებას პრეზენტაციაზე audio recording-ის დახმარებით და როგორ გადავიღოთ ვიდეო ინსტრუქცია screen recording-ის საშუალებით. ვისწავლეთ აგრეთვე online pictuer-ის ჩასმა , რომელიც გაცილებით მოსახერხებელია და საინტერესო, მისი დახმარებით პროექტის პრეზენტაცია ვფიქრობ, ეფექტური გამომივიდა.